ახალი ამბები
გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი სავაჭრო საქონელი წაღებულია. მათივე თქმით, ისინი დახლების აღებასთან დაკავშირებით გაფრთხილებულები არ იყვნენ.

„ჩვენთვის რომ ეთქვათ, რას აპირებდნენ, ჩვენს საქონელ მაინც ავიღებდით. არავის გავუფრთხილებივართ. წაღებულია ჩვენი სავაჭრო ტანსაცმლები და ნივთები“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ვარდო ქირიამ.



ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დღეს დილიდან შეიკრიბნენ. აქცია ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ისინი მერიის ზედამხედველობის მიერ წუხელ სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებენ და შესაბამის სამსახურებთან შეხვედრას ითხოვენ.

„აქ ვაჭრობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, თავი რომ ვირჩინოთ. ვითხოვთ, რომ მოგვცენ უფლება აქ დავდგეთ და ვიმუშაოთ. ალტერნატიულ ფართს რაც შეეხება, ესეც მოგვატყუეს“, - თქვა ინგა ღაჭავამ.



ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედვლებოს სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას ელოდებიან.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები წუხელ გვიან ღამით აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.



ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს

Print