რეგიონი
მერის მოადგილე: გარემოვაჭრეების საქონელი არ გადაგვიყრია
ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურს გარემოვაჭრეების კუთვნილი გასაყიდი საქონელი არ გადაუყრია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თემის კომენტარებისას განაცხადა. მისივე თქმით, გარევაჭრობა კანონით აკრძალულია. ის გარემოვაჭრეებს, რომლებიც მერიასთან მათი დახლების აღებას აპროტესტებენ, არ შეხვედრია.


თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ მათი საქონელი ზედამხედველობის სამსახურმა, დახლებთან ერთად, აიღო და ცაიშის ნაგავსაყრელზე გადაყარა.

გარემოვაჭრეები ამ დრომდე მერიასთან რჩებიან. ისინი შესაბამის სამსახურებთან ითხოვენ შეხვედრას.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ

გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)

გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს



Print