ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დღეს დაიწყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლკოვნიკის ინფორმაციით, წვრთნებში 3 000 ჯარისკაცი და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

სამხედროები სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის უნარებში ვარჯიშობენ.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, მსგავსი გეგმური სწავლება აფხაზეთში მდებარე ბაზაზე რეგულარულად იმართება.

Print