რეგიონი
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში 2017 წლის 1-ელი ივნისიდან - 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

საია-ს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და აგიტაციის ორ-ორი, ხოლო სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თითო-თითო ფაქტი დაფიქსირდა.

ანგარიშის მიხედვით, ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლინდა.

Print