რეგიონი
მერიაში ყინულის მოედნის გახსნის დაგვიანების მიზეზად მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებენ
ზუგდიდის ყინულის მოედნის გახსნა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად მერიაში თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ასახელებენ.

„მოგეხსენებათ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ამასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდა ყინულის სახლის ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრისათვის“ გადაცემის საკითხშიც, ზუსტდება დეტალები და ვაგრძელებთ საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობას. იურიდიულად და ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ვვარადუობთ, რომ ეს პროცესი სეზონის გახსნისთვის დასრულდება», - აცხადებენ მერიაში.



საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი 2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

Print