ახალი ამბები
“კულტურა საზღვრებს გარეშე“ - ანაკლიაში ღონისძიებები გაიმართა
ანაკლიაში პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ანაკლიის ციხეში გამართულ კონცერტში ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე და ნინო გულიაშვილი მონაწილეობდნენ, პარალელურად, სხვადასხვა თაობის ზუგდიდელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა.



პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვაა.

ფოტო: ქალაქ ზუგდიდის მერია


Print