ახალი ამბები
წაღებული ხიდები, დაზიანებული ჰესი და სავალი გზები - სტიქია მესტიაში
მესტიაში მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რამდენიმე თემში, მათ შორის, ბეჩოში, მულახსა და ლენჯერში წაღებულია ხიდები და გაბიონები. გარდა ამისა, დაზიანებულია სავალი გზა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, წყალი ერთ ოჯახშიც შევარდა.

„მშენებარე ჰესზე დაწყებული სამუშაოები წყალმა ძალიან დააზარალა, თუმცა ზიანის შესახებ ზუსტ ინფორმაციას უშუალოდ ჰესზე დასაქმებულები ითვლიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.




გამგებლის ცნობით, ამ ეტაპზე მესტიაში აღარ წვიმს და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Print