ახალი ამბები
დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

საცხოვრებელი ფართი 240 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე გადაეცემა, სადაც 4 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება.

ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

Print