რეგიონი
სპეციალური კომისია სოხუმის გამწვანების 10 - წლიან გეგმას შეიმუშავებს
სოხუმის გამწვანებაზე სპეციალური კომისია იზრუნებს. ამის შესახებ ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებთა დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლეონ კვარჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ყოველი სტიქიის შემდეგ სოხუმს დიდი ზარალი ადგება.

"საშუალოდ, 20 ან 30 ხის მოჭრა გვიხდება. ამჯერად, 70- მდე ხე მოვჭერით და ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ჩვენი მწვანე ნარგავები ვერ უძლებენ ასეთ დატვირთვას. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდება, დაახლოებით 5 წელიწადში, სოხუმის მწვანე საფარი საგრძნობლად გამეჩხერდება", - აღნიშნა კვარჩიამ.

სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კომისიამ ქალაქის გამწვანების 10 - წლიანი გეგმა უნდა შეიმუშაოს, ხოლო, მანამდე სტრატეგიული დოკუმენტი მომზადდება, რათა "არ განმეორდეს 40-50 წლის წინ ქალაქის გამწვანების დროს დაშვებული შეცდომები".

Print