რეგიონი
ზუგდიდში 1924 წელს რეპრესირებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ზუგდიდში, ე.წ ფრანგულ პარკთან 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, დახვრეტილთა შთამომავლებმა, ჩოხოსნებმა და სასულიერო პირებმა მიაგეს. ამასთან, ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს ის ავბედითი 1924 წელი. მათ პატივი მივაგეთ პირველად იმ ადგილს, სადაც მოხდა მათი სიკვდილით დასჯა, შემდგომ გადმოვინაცვლეთ მემორიალთან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი. ჩვენ უკვე მეოთხე წელია ამ დღეს აღვნიშნავთ და ვფიქრობ, რომ ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ.

1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 აჯანყებული დახვრიტეს. რეპრესირებულთა მემორიალი 2017 წლის 25 თებერვალს გაიხსნა.




Print