ახალი ამბები
ოთარ დანელია: “ფაროსანას” წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლოა ავიაციის ჩართვა გახდეს აუცილებელი
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო.

„ეს პრობლემა ცდება სოფლის მეურნეობის მასშტაბებს და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება იქნება აუცილებელი. არ არის გამორიცხული ავიაციის ჩართვაც გახდეს აუცილებელი”, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა.



დანელიას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მავნებელი გალის რაიონიდან შემოვიდა და ის ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონთან, სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას სრულად გასანადგურებლად 5-6 წელია საჭირო.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ მავნებლისსრულად გასანადგურებლად სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

„კოლხეთის დაბლობზე, წვიმიანი კლიმატის პირობებში, თხილს მინიმუმ 5 წამლობა უნდა. ჩვენ კონკრეტულად ვებრძოდით ერთ მავნებელს, რომელიც იყო ჩვენი მთავარი სამიზნე, ხოლო დანარჩენი წამლობები ფერმერებმა არ განახორციელეს, რის გამოც დაგროვდა სოკოვანი და ბაქტერიოლოგიური დაავადებების საკმაოდ მაღალი ფონი, რამაც გამოიწვია გულის სიდამპლეები. ეს უკვე მეორე წელია გრძელდება, ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები თითოეული ოჯახისათვის და მათ უახლოეს მომავალში მივაწვდით, თუ რა ღონისიებები უნდა გატარდეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფაროსანასთან ბრძოლა არის მრავალწლიანი და ის ალბათ 5-6 წელს გავრძელდება", - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად უკვე აქვს შემუშავებული სტრატეგიული გეგმა.

ამავე თემაზე:

მინისტრი: აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს


Print