რეგიონი
ვიტალი გაბნია: აფხაზეთს ჩიხიდან ახალი ტრანსკავკასიური გზა გამოიყვანს

„აფხაზეთი ამჟამად ჩიხურ სიტუაციაშია, რომელსაც საქართველო ქმნის, ხოლო ახალი ტრანსკავკასიური გზის გაყვანის შემდეგ მას ექნება ტრანზიტი“,

ამის შესახებ დღეს გამართულ ბირფინგზე დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

ვიტალი გაბნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გზის გახსნის საკითხი დღესაც მწვავე დისკუსიების საგანია, ახალი გზა „აფხაზეთის სუვერენიტეტს არ დააზარალებს“.

"როდესაც ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან მაშინათვე წამოვა ვაჰაბიზთან ან სხვა რამეებთან დაკავშირებული ტენდენციები, მე მსურს გამოვთქვა ჩემი მოსაზრება: ყველაზე დიდ საშიშროებას აფხაზეთისთვის ეკონომიკური შინაარსის არარსებობა წარმოადგენს, როდესაც ჩვენ არ ვვითარდებით და ყველაფრის გვეშინია“, - აღნიშნა მან.

გაბნია თვლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაზე გამავალი გზა დაეხმარება აფხაზეთს ჩაერთოს საერთო ტურისტულ კლასტერში, ტურისტების დიდი რაოდენობის მოსაზიდად.

„ამჟამად უკვე მზადაა ფედერალური გზის პროექტი, რომელიც გზის მშენებლობას ჩერქეზეთიდან კრასნაია პოლიანამდე გულისხმობს, ფაქტიურად ეს იგივეა, რაც აფხაზეთამდე გზის გახსნა. სხვები თვლიან, რომ გზა, აფხაზეთის გავლით უნდა გაკეთდეს. საჭიროა, სერთო მსხვილი ტურისტული ბაზა, არა თუ ბაზა, რეგიონი, რომელიც მოიცავს კრასნაია პოლიანას და კოლხეთის დაბლობს, კარგი ინფრსატრუქტურით, სადაც ადამიანები 2-3 დღით შეძლებენ დარჩენას. შემდეგ, ორი- სამი დღით აფხაზეთში გადავლენ, სადაც განსხვავებული, სუბტროპიკული ჰავა, ეკოტურიზმი და უპრეცედენტო ბუნებაა. აქედან, კი დომბაიზე გავლენ - სადაც სრულიად განსხვავებული სამთო - სათხილამურო კლასტერია“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე- პრეზიდენტმა.

2015 წელს მოსკოვში ჩინურმა კომპანიამ China Railway და რუსულმა- „რეგიონალური პროექტები“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის აფახაზეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

 

Print