ახალი ამბები
მესტიაში ზარალს ითვლიან
მესტიიის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.

„ახლახან დასრულდა მულახში შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. მოძრაობა აღდგენილია ყველა საავტომობილო გზაზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები წაიღო. ადიდებულმა მდინარე „მესტიაჭალამ“, დაბა მესტიაში დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები და ნაპირსამაგრი გაბიონები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.


ამავე თემაზე:

ადიდებული ღელეები და დაზიანებული საავტომობილო გზა - სტიქია მესტიაში
Print