ახალი ამბები
საოლქოში ზუგდიდის მერობის ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატი დომენტი (ზვიად) სიჭინავაა დარეგისტრირებული. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

„დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიული კანდიდატებიდან ჯერ არავის მოუმართავს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.

ზუგდიდის მერობის ოთხი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. მმართველი გუნდიდან მერობისთვის ლაშა გოგია, ენმ-დან ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“, - ლელა ქებურია იბრძოლებენ, ზვიად სიჭინავა კი კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის.

მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 სექტემბრამდეა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print