რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
მესტიის მუნიციპალიტეტში პროგრამის ”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ ფარგლებში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. 

ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.




Print