ახალი ამბები
„სამეგრელო პარაზიტების და ხოჭოების გარეშე“ - სენაკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სენაკში, გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეაგირება დაგვიანებულია.

„ფაროსანამ მთელი სამეგრელო გადაჭამა. არ გვაქვს არც თხილი, არც სიმინდი“, - ამბობენ ისინი.

აქციას „ეროვნული ფორუმიდან“ სენაკის მერობის კანდიდატი აპოლონ გარუჩავაც შეუერთდა.

Print