ახალი ამბები
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.




ღონისძიებაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და მეთოდები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური ბროშურები გადაეცათ, რომლებზეც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და თხილის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული გეგმაა მოცემული. აღნიშნული მასალა თხილის მწარმოებელ ფერმერებსაც გადაეცემათ.



საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობისათვის აუცილებელია სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორისა და  ფერმერების საერთო ძალისხმევა.



„ყველა უნდა ჩავერთოთ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, ამასთან საჭიროა გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება და მეთოდები, რომლებიც ჩვენზე ადრე აღმოჩნდნენ აღნიშნული პრობლემის წინაშე“, - აღნიშნა თოდუამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, USAID/REAP_ის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები. ღონისძიება USAID/REAP მხარდაჭერით ჩატარდა.

Print