ახალი ამბები
ფოთში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და არასტაბილური. ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაციენტი უგონო მდგომარეობაში, პოლიტრავმებით, მათ შორის, ქალა ტვინის ტრავმით შემოიყვანეს. ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა. გამოძახებულია კატასტროფის სამსახური და სავარაუდოდ, მისი გადაყვანა გახდება საჭირო“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს ადმინისტრაციაში.

შს სამინიტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული.

Print