ახალი ამბები
მინისტრი: ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს საფრთხედ აღვიქვამთ
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს ეხმაურება. ლევან იზორიას შეფასებით, აღნიშნული წვრთნები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და მას ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს.

"ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი დარღვევა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების", - განაცხადა იზორიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში რამდენიმე ერთეული სამხედრო მოსამსახურე და სპეცტექნიკა მონაწილეობს.



Print