რეგიონი
ანაკლიაში პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართება
30 სექტემბერს 19:00 საათზე, ანაკლიაში სასტუმრო "Palm Beach"-ის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

დაინტერესებულ პირებს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და სასტუმრო "Palm Beach" -ის სალაროში შეეძლებათ.

Print