ახალი ამბები
ხობში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. ამ ეტაპზე არსებული ფართობების და სიმინდის ნათესების შეწამლვა მიმდინარეობს.

ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები. 

სააგენტოს ცნობით, სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად დამუშავდება.

სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, უსაფრთოხების ზომიდან გამომდინარე, მოერიდონ და პირუტყვიც მოარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.მათივე ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოებისთვის სპეციალური ტექნიკა ისევ მობილიზებულია და ამ დროისთვის 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

ამავე თემაზე:

აბაშაში ავიაციის მეშვეობით თხილის ფართობები და სიმინდის ნათესები შეწამლეს
Print