ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დღესვე პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. გარდა ამისა, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი და მეორადი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.

სწავლა განახლდა ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში. ხალხმრავლობა იყო მერაბ კოსტავას სახელობის №2 საჯარო სკოლაში, სადაც წელს 103 ახალი მოსწავლე მიიღეს. სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ მათ სწავლის დაწყება მიულოცა.

წელს ქვეყნის მასშტაბით პირველ კლასში, დაახლოებით, 50 300 მოსწავლეა რეგისტრირებული.

Print