რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნადირობის წესების დარღვევის 100-მდე ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 100 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში – 34 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 30 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 24 ფაქტი, თბილისის მასშტაბით – 20 ფაქტი, ხოლო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების შემთხვევაში – 11 ფაქტი.

აქედან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღისა და მეთოდების – ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების – ე.წ. “მანოკი”, “პროჟექტორი”, ელექტროფარი – გამოყენებით ნადირობდნენ. ნადირობის 4 შემთხვევა დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი).



Print