ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა. მშენებლობის ნებართვას ხელი გუშინ მოეწერა. თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.

ზუგდიდის თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის, დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობასი, 20 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

„იქნება დიდი დარბაზი, რომელიც 370 მაყურებელს დაიტევს, მცირე კი 170-ს. რეაბილიტირდება მთლიანად შენობა და მიმდებარე ტერიტორია. ნებართვა უკვე გადავუგზავნეთ კომპანია „ატუს“ და უახლოეს კვირებში უკვე დაიწყება მშენებლობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ეგუტიამ.

ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში" იმართება.


ამავე თემაზე:

კულტურის სამინისტრო: ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება

ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქცია თებერვლიდან დაიწყება
Print