ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა სექსუალურ უმცირესობებზე: მე თუ არ მეხებიან, მათთან გართულება არ მაქვს
არანაირი გართულება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან მე არ მაქვს, თუ არ მეხებიან, - ეს განცხადება ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რადიო „ათინათის“ გადაცემა "კანდიდატში" სტუმრობისას გააკეთა.

სიჭინავამ მაყურებლის კითხვას, დაიცავს თუ არა არა ის ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, უპასუხა, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს ეს.

„მე წინაარმდეგი ვარ, როდესაც ეს ხდება ქუჩაში. 7 წელი ვიყავი უეფაში და სულ წინააღმდეგი ვიყავი, რომ ცალკე გამოგვეყო და დაგვეცვა ისინი. ყველას ერთი და იგივე პირობები უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა სიჭინავამ.

რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კითხვას, სიჭინავას თქმით, ნარკოტიკების მომხარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გუშინ რადიო „ათინათის“ გადაცემაში „კანდიდატი“ წამყვანის, მსმენელებისა და მაყურებლების კითხვებსაც უპახუსა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი- ზვიად (დომენტი) სიჭინავა

Print