რეგიონი
ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა
ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. ტენორი ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა. ახლობლების ინფორმაციით, მის ცხედარს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. 

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.


Print