ახალი ამბები
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა იქნება.

„გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე აგვისტოში დაფიქსირდა", -  აღნიშნა ქემოკლიძემ ენგურის ხიდზე.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას. 


Print