რეგიონი
ზუგდიდში პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა" მეორე ეტაპი დაიწყო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ მეორე ეტაპი დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში დაიწყო. ის მოიცავს მეწარმეობის შესახებ ტრენინგებს, კრეათონებს (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს იდეებზე მუშაობას, პროტოტიპების შექმნას ტრენერებთან და მენტორებთან ერთად.

,,მეწარმეობის რეგიონული სკოლაში’’ მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს 16-დან 29 წლამდე. პროექტის მონაწილეებმა დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში ბიზნეს იდეებზე მუშაობა 11:00 საათზე დაიწყეს.

სამინისტროს პროგრამა  საპილოტეა და  ოთხ მუნიციპალიტეტში ხორციელდება - ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ სტარტაპებს და თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს. პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი ,,ზრდას’’ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგნიზაცია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი’’.

პროექტის დასკვნითი ეტაპი 28-29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 10 საუკეთესო სტარტაპის ავტორი საკუთარ იდეას „თბილისი მოლში“ წარუდგენს საზოგადოებასა და პოტენციურ პარტნიორებს. მონაწილეთა ხარჯებს სამინისტრო სრულად დაფარავს.



Print