რეგიონი
"შენების მოძრაობა" ხელისუფლებისგან მუნიციპალიტეტის გაერთიანების გეგმას ითხოვს
ზუგდიდში "შენების მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია ღურწკაია ხელისუფლებისგან მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად მოსალოდნელ ცვლილებებზე მოსახლეობის ინფორმირებულობას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვითხოვ ხელისუფლებამ წარმოადგინოს პროექტი როგორი იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული მოწყობა, ტერიტორიული ერთეულების მართვის სისტემა და როგორი იქნება ბიუჯეტის შემოსულებებისა და ხარჯვითი ნაწილის კონტროლის მექანიზმი. ხელისუფლებას არც მაშინ ქონია მსგავსი პროგრამა და არც დღეს -არჩევნებიდან ერთი თვის თავზე", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მმართველი ძალა არ ფიქრობს იმ ხუთასამდე საჯარო მოხელეებზე, რომლებიც სამსახურს არჩევნების მეორე დღესვე დატოვებს.
მაია ღურწკაია თვითმმართველობის არჩევნებზე "შენების მოძრაობიდან" მაცხოვრის კარის უბნის მაჟრიტარად იყრის კენჭს.

Print