ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დირექტორის საჩივარს ხობში განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 30 სექტემბერს ხობში N2 საჯარო სკოლის დირექტორის საჩივარს განიხილავს. საუბარია ნანა ქვარაის განცხადებაზე გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ. სადაო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი მასალა - 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია -  “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“.

სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს. განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი: სიზუსტე, დადასტურებული წყარო, ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება, დისკრიმინაცია, ბავშვის ინტერესები.


ამავე თემაზე:

ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა „ასავალ-დასავალს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა
Print