რეგიონი
ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა და პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერები მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარა. ქებურიას თქმით, 4 100 ხელმოწერას თან პრემიერის სახელზე წერილიც ერთვის. პარტია მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის დათვლას და კომპენასციას ითხოვს.

"აზიურმა ფაროსანამ მთლიანად გაანადგურა ზუგდიდის მოსახლეობის მოსავალი. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზარალის დათვლისა და ანაზღაურების მოთხოვნით. ახლა პრემიერის სახელზე ჩავაბარეთ წერილი და მოსახლეობის ხელმოწერები, ეს არის ერთგვარი ტესტი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ძვირფასია საკუთარი მოსახლეობის ინტერესები ხელისუფლებისათვის", - განაცხადა ლელა ქებურიამ.

ხელმოწერები ზუგდიდის სოფლებში „ევროპული საქართველოს" წევრებმა შეაგროვეს. 

Print