ახალი ამბები
სუბარი საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებზე: შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება. ასე უპასუხა რადიო „ათინათის“ კითხვას დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. მისი თქმით, სამინისტროს რამდენიმეწლიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართებით ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდება.



„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. განაწილება ხდება მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში, ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა. 



ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო განსახლებას ითხოვენ. ისინი ხელისფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და შიმშილობით იმუქრებიან.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა (ვიდეო)

რაიონულ საავადმყოფოში იატაკი ისევ ჩაინგრა - დევნილები შიმშილობით იმუქრებიან (ვიდეო)
Print