ახალი ამბები
მაშველებმა თეთნულდიდან ტურისტები ჩამოიყვანეს (ვიდეო)
შს სამინისტროს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან 3 950 მეტრ სიმაღლეზე მყოფი ორი პოლონელი ტურისტი ჩამოიყვანეს. ისინი გადაადგილებას ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ახერხებდნენ.

უწყების ცნობით, შეტყობინების მიღების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ, თუმცა, ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ.



გამთენიისას კი პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


ფოტო: Police.ge


Print