რეგიონი
დევნილები ენგურის ხიდზე აქციას მართავენ
ენგურის ხიდზე იმყოფებიან ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები. ისინი გამშვები პუნქტის გადაკვეთით იმუქრებიან. მათი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს.



დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რადიო "ათინათის" კითხვის პასუხად, რომელიც რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილებს ეხებოდა, განაცხადა, რომ შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. მისივე თქმით, ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება



აღნიშნულ შენობაში, სადაც დევნილები 20 წელია ცხოვრობენ, ბოლო კვირების განმავლობაში, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში იატაკი ორჯერ ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.



აქციის მონაწილეებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე დევნილის მოწმობები და ქართული პასპორტები დატოვეს.
Print