რეგიონი
ახალაბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, საამქრო ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების"  მეთაურ დავით შენეგელიას ეკუთვნის. აღნიშნული ფაქტი რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


Print