რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ცოლ-ქმარი დააკავეს. უწყების ინფრომაციით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ამასთან, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ მათგანს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.



Print