რეგიონი
„ეს ჩემი უფლებაა“ - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის წინ ასოციაციამ „დეა“ აქცია სახელწოდებით - „ეს ჩემი უფლებაა“ გამართა. ის საქართველოში მცხოვრებ შშმ პირთა უფლებების დაცვას მიეძღვნა.

„საზოგადოებას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს გვინდა, რომ ვუთხრათ, შშმ პირებს სრული უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილებები და იყვნენ აქტიურები“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა ჯიქიამ.

აქცია მუსიკალური ბენდის UNDER 7-ის და ზუგდიდელი პოეტების მონაწილეობით ჩატარდა.

Print