რეგიონი
ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის სტატუსი მიენიჭა
ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღები გადასცა.

ცერემონია საზოგადოება ,,ზუგდიდელი"-ს ორგანიზებით გიმნაზია GG-ს დარბაზში გაიმართა და მას ადგილობრივი თვითმმართველობის, საჭადრაკო სფეროსა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



საზეიმო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა ქალაქის ანდრია დადიანის სახელობის სკვერში ნორჩ მოჭადრაკეებთან ამხანაგური ბლიც-პარტია ითამაშა.

Print