ახალი ამბები
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები გუბერნიის წინ აქციას მართავენ
ხუთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტაციასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დასრულება და სიმართლის გარკვევაა.

აბულაძის მშობლებს ხელში ბანერები უჭირავთ, სადაც წერია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ ატყუებს და ხუთი წლის განმავლობაში საქმეში სიახლე არ არის. მათივე თქმით, გამოძიებას ხელს სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უშლის, რომელიც ამჟამად თბილისში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.



გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც აბულაძე არავის უნახავს. გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშცი ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". 


Print