ახალი ამბები
სალხინოში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სს კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.


ფოტო: Police.ge
Print