ახალი ამბები
მესტიაში თოვლის საფარმა 10 სმ-ს გადააჭარბა
მესტიის მუნიციპალიტეტში დილით მოსულმა თოვლმა 10 სმ-ს გადააჭარბა. გამგებლის მოადგილის ნელი ნავერიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა მოსავლის აღება და ხილის დაკრეფა ვერ მოასწრეს.



„სამწუხაროდ, მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო. ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, ხილს გაყინავს და ალბათ, იქნება ზარალი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნავერიანმა.



მისივე თქმით, ნალექს გზებზე პრობლემა ჯერ არ შეუქმნია, თუმცა ინტენსიურად მოძრაობს სპეციალური ტექნიკა.

ამ წუთებში მესტიაში აღარ თოვს.


ფოტო: ვახო ნავერიანი

Print