ახალი ამბები
დათო კოდუა: მამაჩემს პროვოკაცია სპეციალურად მოუწყეს (ვიდეო)
მამაჩემს პროვოკაცია მოუწყეს, აგინეს და მიაყენეს შეურაცხყოფა ქებურიას მეუღლემ და ალიკა ღვინჯილიამ. ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ.

მისი თქმით, მამამისი, ოთარ კოდუა მეზობელ სოფელში სტუმრად მიდიოდა, როცა გზაზე გადაუდგენენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მამაჩემმა მაქსიმალურად შეიკავა თავი და გამოიჩინა მოთმინება, შეაგინეს, მიაყენეს შეურაცხყოფა. რომელი ადამიანი მოითმენს ამას. მამაჩემს ზონდერს ეძახის გია ჯიქია და ალიკა ღვინჯილია, რომლებიც თავის დროზე მეგის ქარდავასთან მუშაობდნენ და ზონდერები იყვნენ“, - განაცხადა კოდუამ.

მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.
Print