ახალი ამბები
ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოვლინდა
არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების რეგიონულ ქსელ R-CSN-ის მიერ ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით 10 რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოვლინდა. გამოკითხვაში 1 106 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის მიხედვით, ქალებმა სხავადასხვა რეგიონიდან მათთვის პრიორიტეტულ პრობლემად შემდეგი საკითხები დაასახელეს: 1) გზებისა და ტროტუარების გაუმჯობესება, 2) სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, 3) პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება, 4) ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება, 5) ნარჩენების მართვა.


„ათინათის“
წარმომადგენლის აკაკი კოროშინაძის თქმით, რომელმაც გამოკითხვები ხობში ჩაატარა, გამოვლენილ პრობლემებზე R-CSN და მისი ცალკეული წევრები არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას. მისივე თქმით, ისინი ეცდებიან, რომ გამოვლენილი საჭიროებები ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში გაითვალისწინოს.

პრიორიტეტული საკითხები რესპოდენტებმა წინასწარ მომზადებული სიიდან აარჩიეს. ამ სიაში მხოლოდ ის საკითხები იყო შეტანილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) 2012 წელს "სიდას" ფასილიტაციით და მასში გაერთიანებული 64 რეგიონული ორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

Print