რეგიონი
მირანდა მესხი: ზუგდიდში ყველა უბანი დროულად გაიხსნა
#67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში და მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო უბნები ზუსტად 7 საათზე გაიხსნა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.



აღნიშნული ოლქის 107 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში 120 219 მოქალაქეა რეგისტრირებული. საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს სამი სახის ბიულეტენი ხვდება, რომელზეც ისინი სასურველი პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს შემოხაზავენ.

ზუგდიდში მერობის 6 კანდიდატია რეგისტრირებული.

Print