რეგიონი
სოფელ ნაწულუკუში დამკვირვებელს ტელეფონი წაართვეს
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ზაალ არქანიას ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში #65-ე საუბნო საარჩევნიო კომისიის თავმჯდომარემ ტელეფონი წაართვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა დავით აქუბარდიამ განუცხადა.

„კომისიის თავმჯდომარე რომეო ბულია ხმამაღლა ესაუბრებიდა კომისიის წევრს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. მან ჩათვალა, რომ ჩვენი დამკვირვებელი ტელეფონით იღებდა მის საუბარს“ - აღნიშნა აქუბარდიამ.

მისივე ცნობით, ინციდენტი მალევე, მას შემდეგ ამოიწურა, რაც მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი სოფელ ნაწულუკუში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ტელეფონის წათმევის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს სთხოვა ეჩვენებინა მისთვის თუ რას იღებდა იგი.

Print