რეგიონი
ამომრჩევლის აქტივობა ზუგდიდში 10:00 საათისთვის
10:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 6 264 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 5,2% შეადგენს, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე თქმით, აქტივობის თვალსაზრისით, აღნიშნული მაჩვენებლი საშუალოა.

„ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა, რომელიც საარჩევნო უბანზე ნაკადის მოწესრიგებას ეხებოდა. ეს იყო ტექნიკური საკითხი და პრობლემა უკვე აღმოიფხვრა“, -აღნიშნა მესხმა.



აღნიშნული ოლქის 107 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში 120 219 მოქალაქეა რეგისტრირებული. საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს სამი სახის ბიულეტენი ხვდება, რომელზეც ისინი სასურველი პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს შემოხაზავენ.


Print