ახალი ამბები
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. ენგურის ხიდზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, დაკავებული მამა-შვილ როგავებისა და მანუჩარ წუშბაიას საკითხებს განიხილავენ.

კახაბერ ქემოკლიძის განმარტებით, საუბარი ასევე შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვის თემასა და სოფელ ხურჩაში დე ფაქტო მთავრობის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტსაც.

Print