რეგიონი
ზუგდიდელი ბიძაშვილების 8 მედალი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატიდან
ალბანეთში, ქალაქ დიურესში ძალოსნობაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ მძიმე წონით (105+) კატეგორიაში მორიგ წარმატებას მიაღწია. მან ატაცში 185 და აკვრაში 231, ჯამში 416 კილოგრამი მოაგროვა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„ მთელმა ნაკრებმა დავდეთ ის შედეგი, რასაც არ ველოდით. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით - ატაცში 1 კგ-ით მეტი პირადი რეკორდი დავამყარე, ხოლო აკვრაში 9 კილოგრამით გავაუმჯობესე შედეგი, რაც ორმაგად სასიხარულოა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა რთული იყო, სომეხი მეტოქე ძლიერი გამოდგა და რეალურად მე ვერცხლისთვის ვიყავი მზად. მაქსიმალურად დავიხარჯე და შრომა დამიფასდა“ - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბრისას გიორგი ჩხეიძემ.




მისივე ინფორმაციით, ამავე ჩემიპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მისმა ბიძაშვილებმა ძმებმა ირაკლი და გოგა ჩხეიძეებმა. ირაკლი ჩხეიძემ 20 წლამდეთა შორის 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს, ხოლო გოგა ჩხეიძემ 23 წლამდელთა შორის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე სულ 27 - 13 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.




Print