ახალი ამბები
მუჟავაში მესაზღვრის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მესაზღვრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჯარისკაცები დაიკითხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განუცხადა.

„ ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდით ოჯახს. ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს. გამოძიება მიმდინარეობს და გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. ინციდენტის მონაწილე ყველა პირი დაკითხულია. არავინ არსად არ გაქცეულა“, - აღნიშნა მალანიამ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის თანმხლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. სავარაუდოდ, მეორე ჯარისკაცს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


წყარო: IPN

ამავე თემაზე:

მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცი საკუთარ სახლში გადაასვენეს

მუჟავაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა
Print