რეგიონი
აქცია სოხუმში: „ აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე“
სოხუმში ჩატარდა აქცია „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე". ადგილობრივი მედიის ცნობით, მასში მოსწავლეები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე“,„არა ნარკოტიკებს“, „ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგი ვართ“.

აქციის მონაწილეების მიერ მომაზადებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ნარკომანიამ აფხაზეთში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ნარკოდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. 

აქცია «სოციალურ - ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

Print